logo
ENG



ირაკლი აბესაძე: ცდებიან, თუ ჰგონიათ ახლა გაგვწევენ და საღამოს არ გამოვალთ

18 ნოე 201916:34
3 წუთის საკითხავი
 
cw8pujw29a6ugo6.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ყველანაირი ნაბიჯი მოსალოდნელია, შესაბამისად, დარბევასაც არ გამორიცხავს.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ხელისუფლება ბიუროს ჩაშლის არგუმენტით ვერ გააპრავებს მის ამ ქმედებას.

„აბსოლუტური უგუნურება და შიში - ეს არის პოლიტიკოსების რეაქცია და პოლიციისთვის მიცემული დავალება მათი მხრიდან. თითქოს ახლა თუ ძალით გაგვწევენ, ისევ რამდენიმე ათეული ათასი არ გამოვა ქუჩაში. შიშს დიდი თვალები აქვს, ნებისმიერი არაგონივრული და უგუნური ნაბიჯი შეიძლება ვნახოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისევ არ გამოვალთ საღამოს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისთვის, კონკრეტული ვადა მისცა. დრო რამდენიმე წუთში იწურება.  

 


close დახურვა