logo
ENG



ირაკლი აბესაძე კუხიანიძის განცხადებაზე: ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება

14 დეკ 201912:29
3 წუთის საკითხავი
 
7mhc0s5klv5rtdx.jpg

საკრებულოს წევრის, Facebook პოსტს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მწვავედ აფასებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად ხელისუფლების დამოკიდებულებაა, მისი თქმით, მხოლოდ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მსგავსი ნაბიჯები პროვოკაციულია.

„მართლაც ასეთი სამარცხვინო იდიოტები ჰყავს ქართულ ოცნებას თანამდებობებზე და რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი ადამიანი თანამდებობას იკავებდეს, მაგრამ, მეორე მხრივ,  ნათელია, რომ ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება არა მხოლოდ გაფრინდაშვილის მიმართ, რომელიც მთელი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აზრით, ნამდვილად გმირია და საქართველოს ღირსებას იცავს; მხოლოდ ხელისუფლება ფიქრობს რომ ის არის პროვოკატორი, მხოლოდ ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთს უნდა დავუთმოთ, რუსეთთან უნდა ვიყოთ მომთმენები და რუსები რაღაცას თავისი ნებით გამოასწორებენ, სინამდვილეში აი ამ ყველაფრის პარალელურად, დღეს ამ სამარცხვინო კომენტარების ნაცვლად უნდა ვხედავდეთ ხელისუფლბის აქტიურ ქმედებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის წევრებიც. სოზარ სუბარის თქმით, მისთვის ეს განცხადება მიუღებელია. მისივე თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ.

„წავიკითხე, ნამდვილად არ მომეწონა და ერთს ვიტყვი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ბედი ისევე გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, როგორც მისი ოჯახის წევრებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის იყოს თავისუფალი. აქვე გამოვეხმაურები გაფრინდაშვილის მეუღლის გუშინდელ განცხადებას და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ის, რაც დღეს ხდება, არის გარანტი იმისა, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი გატაცებები და მომავალში საერთოდ არ გვქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


close დახურვა