logo
ENG



ირაკლი ბებუას საქმე - უარი ამნისტიაზე და ოცნების დუმილი

13 ოქტ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობა ხელისუფლებისთვის არ არის საინტერესო საკითხი. უმრავლესობის დეპუტატმა ვერც კი გაიხსენა, ვინ არიან ირაკლი ბებუა, რომელიც 3 წელია ოკუპირებულ აფხაზეთში, ციხეში ზის. ბებუას არ შეეხო მარიონეტული მთავრობის მიერ გამოცხადებული ამნისტია. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის კომენტარი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლება დაკავებულის გათავისუფლებაზე, ფაქტობრივად, იხსნის პასუხისმგებლობას. ირაკლი ბებუა გალში სეპარატისტების სიმბოლოს დაწვის გამო უკანონოდ იმყოფება საპატიმროში. 


close დახურვა