მინდა, მერაბ დვალიშვილს გუშინდელი, უდიდესი წარმატება მივულოცო. უკვე მეორე წელია, ქართველი UFC-ის ჩემპიონი ხდება, რაც უნიკალური მიღწევაა და საქართველოს განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე მეტყველებს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მერაბმა ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა გაიარა და შესაბამისად, მისი ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. ჩვენ ტრადიციას ვაგრძელებთ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადავცეთ.