logo
ENG



ირაკლი კობახიძე: უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვა

13 თებ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვა და შეისწავლის იყო თუ არა სამართლებრივი დარღვევები გიგი უგულავას მხრიდან.

რაც შეეხება სვენ მიქსერის საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, მიქსერის ვიზიტი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისედაც დაგეგმილი იყო და ეს ორი მისია ერთმანეთთან კავშირში არ არის. სვენ მიქსერი არის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე.

სუეინ მიქსერი არის მომხსენებელი, შესაბამისად, მისი ვიზიტი ისედაც იყო დაგეგმილი, თუმცა ეს არ ეხება უგულავას საქმეს, ეს ეხება იმ ვითარების შეფასებას, რომელიც ზოგადად არის საქართველოში, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, მიქსერი მისია არის აბსოლუტურად განსხვავებული. რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, ის ეხება უგულავას საქმეზე ფაქტების შესწავლას და ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ინიციატივის საფუძველზე შექმნილმა მისიამ უნდა დაასწროს მიქსერის მისიას და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია პირველი მისიის დასკვნაც აისახება მიქსერის საბოლოო დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბევრი შეხვედრა გაიმართა სადაც ირაკლი კობახიძის და კახი კალაძის ინიციატივა ევროკომისიის მისიის შექმნასთან დაკავშირებით გაჟღერდა. აღნიშნულს ევროპულ-სოციალური პარტიის წევრი ბატონი სტანიშევი გამოეხმაურა, რომელმაც დადებითად შეაფასა ინიციატივა.

„ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ჩვენი ინიციატივა, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გაჟღერებული გუშინ და ამას გამოეხმაურა ევროპულ-სოციალური პარტიაც, ბატონი სტანიშევი. მათ ეს ინიციატივა მოიწონეს და მიესალმებიან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს ამ საქმეზე, შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და ყველანაირ, დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ისინი დარწმუნდებიან, რომ საქმე გვაქვს 50 მილიონის ქურდობასთან. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძე,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ევროპარლამენტარებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული შემსწავლელი კომისია ევროპარლამენტში ინსტიტუციურად არ არსებობს და მსგავსი ჯგუფი არ შეიქმნება.

„რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებს, მგონი სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საერთოდ არ იციან საქართველო სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის შემდეგ შეგვხვდნენ, შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ.


close დახურვა