საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ პროგნოზს აკეთებს.
ამჯერად ის მმართველ გუნდს, არჩევნებზე 60%-ის აღებას უწინასწარმეტყველებს.
“ჩვენ ვიცით როგორია სპექტრი და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდად არ შეიცვლება. არსებული სპექტრის პირობებში რეალურად გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს 45%, რათა შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რას შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ქართული ოცნება იქნება. თუმცა 45% არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც არჩევნების მერე შეიქმნება, არის 60/20/20. 60% ქართული ოცნება, 20% ნაცნოძრაობა თავისი ევროპული საქართველოთი და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი ქართული ოცნებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ წუხელ განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს.
როგორც კობახიძე ამბობს თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს.