ქართული ოცნების განცხადებით, ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, თბილისის დროით 19 საათზე სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება.
პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება.
პარტიის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანელებთან.