logo
ENG



ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს

16 იან 202611:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/16/11y3vcnrrarsqd8.jpg

საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას წელსაც არ მიიღებს. ინფორმაცია ფორმულას ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ირაკლი კობახიძე ფორუმზე არც წელს მიუწვევიათ.

ქართული ოცნების წარმომადგენლები არც შარშან ესწრებოდნენ დავოსის ეკონომიკურ ფორუმს. მაშინდელი ოცნების ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ ეკონომიკურ ფორუმში თავად არ იღებდნენ მონაწილეობას და ამტკიცებდა, რომ "სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ", თუმცა დავითაშვილის ამ განცხადებამდე ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ღონისძიებიდან მოწვევა არ მიუღიათ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება.


close დახურვა