logo
ENG



ირაკლი კობახიძე მედიას ისევ ემუქრება

15 ივნ 202213:11
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელი და ვაშინგტონი  ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ აფრთხილებენ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის დევნა და შევიწროება, ქართული ოცნება კი დისკრედიტაციის მცდელობასთან ერთად, განაგრძობს მუქარას. კვლავ ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ამ რიტორიკით, რომელიც თავს ესხმის ფორმულას, მთავარს და ტვ პირველს. აცხადებს, რომ ამ ტელევიზიებში შავი ფული ტრიალებს. წამყვანის კითვაზე  რა „შავ ფულზე“ ლაპარაკობს,  კობახიძე აცხადებს რომ არ იცის, საქმეს რა კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მიუთითებს რომ ეს შეიძლება იყოს საგამოძიებო უწყებების საქმე. 


close დახურვა