საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს დელეგაციის კვოტით იქნა არჩეული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კი ჰენდრიკ დამსი დასახელდა.
ევროპის საბჭოში საქართველო განახლებული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, წევრები კი დავით ბაქრაძე, ირაკლი ბერაია, კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი იქნებიან.