logo
ENG



ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიპატიმარია - ევროპარლამენტში რეზოლუცია მზადდება

12 ნოე 201911:38
3 წუთის საკითხავი
clock 302
qwimzdybhspa8hh.jpg

საპარლამენტო ოპოზიცია ევროპარლამენტში იმ რეზოლუციის მომზადებას ეხმარუება, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ პატიმრად იქნება მოხსენიებული. 

უმცირესობა მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და შედარებისთვის, რადიკალური დაჯგუფების ლიდერის ლევან ვასაძის ქმედებებს იხსენებს. 

"ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. ჩვენ რომ შევადაროთ ოქრუაშვილის და ვასაძის ქმედებები. ვასაძე, რომელიც იყო ძალადობის ეგიდით ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც წინასწარ განაცხადა ძალადობის შესახებ და შესაბამისად მოიქცა და არაფერს ედავება ხელისუფლება და ოქრუაშვილი, რომელიც იყო პოლიტიკური ლიდერი და უცხო ადამიანებთან გააერთიანეს. ეს არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "ფორმულასთან" საუბარში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტში ხსენებული რეზოლუციის მომზადებას მიესალმება აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამა პოლიტპატიმრების რეზოლუციაში მოსახვედრად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

"პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და სამართლებრივი დევნა, რომელსაც ხელისუფლება 20 ივნისის შემდეგ აწარმოებს, მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის მელიას შინა პატიმრობის საქმეს. ის პრობლემები, რომ დღემდე არ აქვთ მინიჭებული რიგ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხდეს“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

"საქართველოში არც ერთი პოლიტპატიმარი არ არსებობს და ვერ იარსებებს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების სტილი არასდროს იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


close დახურვა