logo
ENG



ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

29 ოქტ 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
2ra195a85ka1qq1.jpg

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან საკუთარ განცხადებაში მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა. ოქროაშვილის ადვოკატის თქმით, მას საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილთან კომუნიკაცია აღარ აქვს.

„მისი დაცვის სტრატეგიაა მისი უფლებაა აირჩიოს ადვოკატი ან საერთოდ არ ჰყავდეს ადვოკატი, ასე რომ ამ მხრივ მე პრობლემას ვერ ვხედავ. მე და ბატონი ბონდო თუ აღარ ვართ ადვოკატები, მაშინ ბუნებრივია კომუნიკაცია აღარ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან მას კომუნიკაცია აღარ აქვს, ერთადერთი ვარიანტია თუ მასთან შევიდა სასულიერო პირი რომ მას დააბაროს თავისი პოზიცია ახალ ადვოკატთან დაკავშირებით,“-განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს. სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროსტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება.

 


close დახურვა