ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით აღნიშნული გადაწყვეტილება არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
მოგეხსენებათ, ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. ცნობილია, რომ სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.