Edison Research-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ ის ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ეხება. კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები რიცხვებში ასე აისახა: ქართული ოცნება - 36%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%; გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%; რაც შეეხება დედაქალაქში მერობის კანდიდატების რეიტინგებს, ხმები ასე გადანაწილდა - კახა კალაძე - 43%; ნიკა მელია - 30%; გიორგი გახარია -12%; (ამ შედეგებით მეორე ტური ინიშნება) და კვლევის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. 2020 წლის არჩევნებზე ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა იქიდან ამომრჩეველთა 12% ახლა მხარს გახარიას უჭერს, 4% კი - ნაციონალურ მოძრაობას. მოსახლეობის 76% არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი Edison Research-ის კვლევას ისევ არ ენდობა
28 სექ 202110:30
3 წუთის საკითხავი