საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილეს დევიდ ნორქუისთს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ამერიკის თავდაცვის უწყებამ ხელი მოაწერეს სამწლიან ხელშეკრულებას, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეხება. დევიდ ნორქუისთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„დიდი პატივია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა პენტაგონში. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ შეტანის წვლილს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ავღანეთში და აფასებს ქართველი სამხედროების თავგანწირვას მსოფლიოში უსაფრთხოების და სტაბილურობის დასახმარებლად. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-განაცხადა დევიდ ნორქუისთმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები შევეხეთ ყველა საკითხს, რაშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კულმინაცია იყო სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაიდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის ეს ხელშეკრულება მოიცავს ყველა საკითხს რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს თანამშრომლობას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.