logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

14 თებ 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უმასპინძლა. ღარიბაშვილმა ნატო-ს წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრო. 

"მივიღე მონაწილეობა მტკიცება მხარდაჭერის მისიასთან დაკავშირებული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ყოფნა ავღანეთში. ესტონეთთან გავაფორმეთ დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენ უწყებებს შორის დაგეგმილ ღონისძიებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 


close დახურვა