logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი კიევში შარლ მიშელს არაფორმალურად შეხვდა

23 აგვ 202120:23
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს არაფორმალურად შეხვდა. 

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ფოტოებს ფეისბუქზე აქვეყნებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ერთმანეთს ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა. მისი ვიზიტის მიზეზები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შემდეგ მოლაპარაკებების მედიაცია იყო. 

რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.


close დახურვა