პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა, რომ წარადგენს "ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმას", რაც სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდება. ამაზე მან ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე, მთავრობის დამტკიცების პროცედურის ფარგლებში ისაუბრა.
"წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმას. ეს გაწერილი იქნება მოკლე, შუალედურ ეტაპებად. ეს გეგმები საჯარო განხილვის, სამოქალაქო ჩართულობის შედეგად უნდა დაიხვეწოს და სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.