პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.
დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.
"პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
დღეს, 9 თებერვალს ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ჩაანაცვლა, ლევან დავითაშვილის ნაცვლად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება.