logo
ENG



ირაკლი ღლონტი პოლიტიკოსებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

14 ნოე 201919:02
3 წუთის საკითხავი
 
xqv684amaav29ih.png

 

„რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი პოლიტიკოსებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუ არადა მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.

„ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. ჩემ კოლეგებს მინდა მივმართო, ჩვენ ხალხს არ აქვს მეტი დრო, ვმოქმედებთ დღესვე და ვატარებთ ვადამდელ არჩევნებს. იქით ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი მას დაასვენებს, მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ამას არ გააკეთებს ის აიღებს ძალიან მძიმე სამართლებრივ ფასს. დღეს საქართველოში კრემლი ბატონობს,“ - აცხადებს ღლონტი.

 


close დახურვა