logo
ENG



ირაკლი შიოლაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, უმრავლესობას ტოვებს

13 ნოე 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
cj9zaafvc0fay6c.png

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის მირების შემთხვევაში, უმრავლესობას ტოვებს. როგორც მან თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს მისთვის წითელი ხაზია და ამ ხაზს ვერ გადაკვეთს.

შიოლაშილი თვლის, რომ ქვეყანა არ არის მზად ამ ცვლილებისთვის და კანონის გასვლის შემთხვევაში, მის სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.

„კანონპროექტი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და მის სტაბილურობას. ვერ მოვისმინე შეხვედრაზე რით ჯობია ახალი ინიციატივა ძველს. ამ ეტაპზე სჯობს ხალხმა აირჩიოს თავისი მაჟორიტარი, სანამ განვითარდებით და ჩამოყალიბდება ინსტიტუტები. ჩვენი ქვეყანა არის ამისთვის მზად? თუ უბრალოდ ვინ უფრო მოდური გამოჩნდება და არამოდური აქედან ვიხელმძღვანელოთ. მე პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს ამომრჩეველთან. ჩვენი მოთხოვნა იყო სარეიტინგო კენჭისყრა, ბიძინა ივანიშილმა უარი გვითხრა, დააფიქსირა მისი პოზიცია და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. ვფიქრობ, ძალიან ბევრია წინააღმდეგი და კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. თუ ასე არ მოხდა, ეს ჩემთვის წითელი ხაზია, რომელსაც ვერ გავყვები და დავტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

 


close დახურვა