logo
ENG



ირაკლი შოთაძე ივანიშვილ-ხაზარაძის შეხვედრაზე: შეხვედრაზე შემთხვევით ვიმყოფებოდი

04 თებ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

 

 „შეხვედრაზე მთავარი პროკურორის რანგში არ ვიმყოფებოდი. მოვისმინე საკმაოდ არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი, შემთხვევით დაემთხვა, რომ როდესაც შეხვედრა უნდა ჰქონოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე დავესწარი მას. “ - ასე უპასუხა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას იმყოფებოდა თუ არა ის ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ხაზარაძეც ესწრებოდა.

ყოფილი გენერალური პროკურორის თქმით, ის შეხვედრაზე „შემთხვევით“ იმყოფებოდა, მისივე თქმით მას რომ მიზანშეუწონლად მიეჩნია მისი იქ ყოფნა ის შეხვედრას დატოვებდა.

შეგახსენებთ,  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლში, გენერალური პროკურორის რანგში, საქმის გარჩევას ესწრებოდა, ხაზარაძის განცხადებით მას უფლება არ აქვს თანამდებობაზე დაბრუნდეს.

„შოთაძის დაბრუნება უკვე ამორალურია. ეს არის მთელი სისტემის სრული კრახი. მეორეა ის, რომ არის საკმაოდ სერიოზული მორალური და იურიდიული ნონსენსი. მე ამის შესახებ განვაცხადე პარლამენტში და მედია და საზოგადოება საქმის კურსშია - შოთაძე ესწრებოდა საქმის გარჩევას, რომელსც ივანიშვილი ატარებდა თავის სახლში და რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი. მოქმედი პროკურორი დღეს ბრუნდება ყოველგვარი შეწუხების გარეშე, თითქოს არაფერი მოხდება. პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანზე მწყდება გული, რომელიც ასეთ სისტემას იტანს”,-განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულა“-ში.

 


close დახურვა