logo
ENG



ირაკლი შოთაძეს საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოუწევს

27 იან 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

 

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, შერჩევის პროცესს დღეს არ ესწრებოდნენ საბჭოს ოპოზიციონერი  პარტიების წარმომადგენლები, დეპუტატმა ოთარ კახიძემ პროცესს სპექტაკლი უწოდა.

გენერალური პროკურორობის მსურველები იმედოვნებენ, რომ საპროკურორო საბჭო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და რჩეულ კანდიდატად საუკეთესოს დაასახელებს.  საგამოძიებო უწყებაში, გასაუბრებაზე მისულები დღეს ამბობდნენ, რომ ხელისუფლების რჩეული ირაკლი შოთაძე სერიოზული კონკურენტია. გასაუბრებაზე შესვლის წინ ერთ-ერთმა მათგანმა ხელისუფლებას საჯაროდ უსაყვედურა, კონკრეტული კანდიდატის მიმართ ღია მხარდაჭერის გამო.

საგამოძიებო უწყებაში გასაუბრების პირველი დღე აქციის ფონზე დაიწყო, საპროკურორო საბჭოს უფლებადამცველებმა და ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე იურისტებმა მიმართეს, ისინი მოითხოვენ, რომ ხმაურით წასული პროკურორი კვლავ პოსტზე არ დაბრუნდეს.

მმართველ გუნდში კი მიზეზს ვერ ხედავენ რატომ არ უნდა დაბრუნდეს უწყებაში ირაკლი შოთაძე.

გენერალური პროკურორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. 16 კაციანი სიის ყველაზე ხმაურიან წევრს, ირაკლი შოთაძეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლა და საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოუწევს.

 


close დახურვა