logo
ENG



ირაკლი ჩიქოვანი: ეკლესიები არ დაიხურება და დაცული იქნება მოქალაქეების დისტანცირება

15 აპრ 202021:13
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეკლესიები არ დაიხურება და დაცული იქნება მოქალაქეების დისტანცირება.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების წესების დაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით მოხდება.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს მოქალაქეების დისტანცირება. 

ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმების დარღვევა კი ფიზიკური პირებისათვის ითვალისწინებს 3000 ოდენობის ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.  

მოქალაქეებმა უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


close დახურვა