logo
ENG



ირაკლი ჩომახაშვილი: პოლიციის მიდგომები არასრულწლოვნების მიმართ არატენდენციურია

19 დეკ 201922:18
3 წუთის საკითხავი
 

იურისტი ირაკლი ჩომახაშვილი 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველთა მხრიდან ქმედებებს ცალსახად უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია არა ძალადობრივ, არამედ მსუბუქი ფორმის დანაშაულზე, სადაც პოლიციის მხრიდან რეაგირებაც უნდა ყოფილიყო შესაბამისი. როგორც ჩომახაშვილი გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" აღნიშნავს, პოლიციის მხრიდან იყო გადაცდობმა, რაც არ არის ერთეული შემთხვევა. 

"აქ საუბარი არ არის ძალადობრივ დანაშაულზე, არც საკუთრებრივ დანაშაულზე, არც ძარცვაზე და ა.შ. ეს იყო ის დანაშაული, სადაც შეიძლება მძიმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დამდგარიყო, სადაც საჭირო არც იყო პოლიციის მხრიდან აგრესია გამოხატულიყო. საბოლოოდ პოლიციის მიდგომები ბოლო დროს არასრულწლოვნების მიმართ არატენდენციურია. არის შემთხვევები და მე მქონია პირადად ბევრი ასეთი შემთხვევა, როცა კარგად იხსნებიან არასწრულოვნებთან სამართალდამცველები და ბევრი კარგი პოლიციელია, მაგრამ მთავარი კითხვაა დასრულდა თუ არა ის სუბკულტურა, რაც გამოგყვა პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან?! - არ დასრულებულა ",-აცხადებს ირაკლი ჩომახაშვილი.


close დახურვა