logo
ENG



ირაკლი ხმალაძე: ჩვენს გეგმებში, ტაქსებზე ფასების რეგულირება არ შედის

07 ოქტ 201917:50
3 წუთის საკითხავი
 
i2nqbdts5sgvr06.png

თბილისის მერია ტაქსით მგზავრობის საფასურის რეგულირებას არ გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ფასების რეგულირების საჭიროებას მერია ვერ ხედავს, ვინაიდან ზრდა უმნიშვნელოა.

ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციის პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში მესამე ეტაპი დაიწყება. რას გულისხმობს ტაქსების რეგულირების მესამე ეტაპი, ამაზე მერიაში ჯერ არ საუბრობენ.

„დღეს დილიდან უკვე დაწყებულია ტაქსების მანათობლების გაცემა. რეფორმის მეორე ეტაპზე, უკვე გვყავს ორი კატეგორიის ტაქსი. თეთრი ფერის ტაქსები ივლიან  ქუჩაში და მგზავრს აიყვანენ.

ჩვენ გეგმებში, ახლა ფასების რეგულირება არ შედის. ჩვენ გვაქვს რეფორმის მესამე ეტაპიც, რომელსაც უახლოეს მომავალში დავანონსებთ,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


close დახურვა