logo
ENG



ირანი ბირთვულ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარს აცხადებს

05 ნოე 201914:02
3 წუთის საკითხავი
 
db4rpns7vh36qt6.png

 

ირანი ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი კიდევ ერთი ვალდებულების შესრულებაზე აცხადებს უარს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან ფორდოს ობიექტზე ცენტრიფუგებში ბუნებრივი აირის გატარებას აპირებს. 2015 წლის შეთანხმების თანახმად კი ირანს ცენტრიფუგების ამუშავების უფლება მხოლოდ გაზის გარეშე ჰქონდა. ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანს შეუძლია ვალდებულებების შესრულებას ისევ დაუბრუნდეს, თუ იგივეს გარიგების სხვა მონაწილეებიც გააკეთებენ. გუშინ თეირანმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და ირანის გამდიდრების პროცესის დასაჩქარებლად ახალი ცენმტრიფუგები აამუშავა.

 

 


close დახურვა