ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ნაწილი აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციით საკუთარ სახლებში.
თვითმფრინავი, რომლითაც დელეგაცია მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში 23:00 საათისთვის დაჯდა. თუმცა, მგზავრებმა შენობა 4 საათის განმავლობაში ვერ დატოვეს.
უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია თვითიზოლაციით სახლში დარჩება. არცერთ მგზავრს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. მათ სამედიცინო შემოწმება როგორც ირანში, ისე საქართველოშიც გაიარეს.