ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს ევროპარლამენტის ყველა შენობაში - ბრიუსელში, სტრასბურგსა და ლუქსემბურგში - შესვლა აეკრძალათ. გადაწყვეტილება მიღებულია თეირანის რეჟიმის მიერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის საპასუხოდ.
მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და განიხილავს დამატებით სანქციებს, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
