logo
ENG



ირანის იერიშს ისრაელის ქალაქ ბათ იამზე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 200 დაშავდა

15 ივნ 202511:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/15/i82yydnavczorc7.jpg

ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ბათ იამში 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

***

13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია - "აღმავალი ლომი", რომელიც მისი თქმით, "გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება".

ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.

იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.


close დახურვა