logo
ENG



ირანის მიმართულებით ფრენის აკრძალვაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა

22 თებ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
s6f2o2t4grhsszq.jpg

ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 8 და 13 წლის მოზარდებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ. ბავშვები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და მაღალი ტემპერატურის გამო ისინი დედასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს. ირანის 2 მოქალაქე ამჟამად ინფექციურში რჩება, თუმცა ცნობილია, რომ უკვე დღეს საღამოს ისინი კლინიკას დატოვებენ. 

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აიკრძალება თუ არა ფრენები ირანის მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ირანთან საქართველოს ინტენსიური ტურისტული და ბიზნეს ურთიერთობა აქვს, ამიტომ შესაბამისი საბჭო მსჯელობს სამომავლო გეგმებზე. 


close დახურვა