logo
ENG



ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი კორონავირუსით გარდაიცვალა

29 თებ 202014:51
3 წუთის საკითხავი
 
rd1om5znm9lbsmf.jpg

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

დეპუტატს ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, დღეს შაბათს დილით კი დაიღუპა. ირანში კორონავირუსით 43 გარდაცვალების ფაქტი და დაავადების 593 შემთხვევაა დადასტურებული.

BBC ირანის ჯანდაცვის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური თეირანი დაღუპულთა შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს და რომ ირანში მსხვერპლი 210-ია, რაც ოფიციალურ მონაცემებზე 6-ჯერ მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოში უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლა ეპიდემიის რისკი ძალიან მაღალია. 

ვირუსის შემთხვევის რეკორდული ზრდა გამოვლინდა ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში ერთ დღეში ახალი 594 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა კალიფორნიასა და ორეგონშიც, თუმცა პაციენტებს არც ინფიცირებულებთან ჰქონიათ კონტაქტი და არც რისკის ზონაში იმყოფებოდნენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მარტში ლას ვეგასში დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტიც გადადო.


close დახურვა