logo
ENG



ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანის მიმართ ვაშინგტონის ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული

17 თებ 202009:45
3 წუთის საკითხავი
 

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას ზეწოლის ქვეშ არასოდეს გამართავს. განცხადება ჰასან რუჰანიმ მედიასთან გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა. ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ირანი შეერთებული შტატების ზეწოლას არ დაემორჩილება და სუსტის პოზიციიდან დიალოგზე არ წავა.

მისი თქმით, თეირანის მიმართ ვაშინგტონის ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული. რუჰანის განმარტებით, შეერთებულ შტატებთან დათმობაზე ირანი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ვაშინგტონი თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეამცირებს. როგორც ჰასან რუჰანიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ ვითარებას მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, გენერალ სოლეიმანის წინააღმდეგ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სპეცოპერაცია ჩაატარა.  ირანის სამხდედრო მაღალჩინოსანი მანქანაში უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ააფეთქეს. სოლეიმანის გარდა 10-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერაყელი შიიტი მებრძოლების ლიდერი აბუ მაჰდი და ალ მუჰანდისიც.


close დახურვა