logo
ENG



ირანის საგარეო: ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ფართოვდება

19 დეკ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/b0hbmz0vzoiuu61.jpg

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ფართოვდება.

"თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და ნებართვას არავის სთხოვს. ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში ფართოვდება საერთო ინტერესების ფარგლებში და არა რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ", - თქვა კანანმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ირანის პოლიტიკა ნაკარნახევია მისი ეროვნული ინტერესებით.

"აშშ-ს ოფიციალური პირები აგრძელებენ უსაფუძვლო პოლიტიკურ პრეტენზიებს და უკანონო ქმედებებს ირანის ისლამური რესპუბილიკის წინააღმდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ირანსა და რუსეთს შორის თავდაცვას და სამხედრო თანამშრომლობას", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა