logo
ENG



ირანის სულიერი ლიდერი საერთაშორისო მედიას არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს

23 თებ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

ირანის სულიერი ლიდერი საერთაშორისო მედიას არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. აიათოლა ჰამენეიმ ირანის მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში  ქვეყნის მტრები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მისულიყო საარჩევნო უბნებში. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა კორონავირუსის გარშემო ატეხილი ხმაურის მიზეზი.

საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პარასკევს ჩატარდა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.


close დახურვა