logo
ENG



ირანის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოში გადმოიყვანეს

05 მარ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები, რომლებიც ირან-აზერბაიჯანის საზღვრის ჩაკეტვის გამო, ირანის ტერიტორიაზე დარჩნენ, საქართველოში გადმოიყვანეს.

მათი ტრანსპორტირება, პროტოკოლის დაცვით, შესაბამისად აღჭურვილი ტრანსპორტით მოხდა. საქართველოს საზღვარზე, მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ და უკვე გადაყვანილები არიან საკარანტინო დაწესებულებაში. 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩაიკეტა საზღვარი ირანს და აზერბაიჯანს შორის, რამაც საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია. მოლაპარაკების შედეგად საქართველოს მთავრობამ ირანში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოყვანა უზრუნველყო. ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მათ ჩაუტარდათ შესაბამისი შემოწმება, რომლის შემდეგაც საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსადრე ხვთისიაშვილი.


close დახურვა