logo
ENG



ირანის შს მინისტრის თქმით, პრეზიდენტის ვერტმფრენის მოძებნას დრო დასჭირდება

19 მაი 202420:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/19/qpog925nqsa5vpo.jpg

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილსამყოფლამდე მივიდნენ დრო დასჭირდება.

აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ვერტმფრენის ავარიის ადგილას ცუდი ამინდი და ნისლია.

"ყველაფერი კონტროლქვეშაა და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ თავიანთ საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება", - განაცხადა მან.

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, ავარიაში მოყვა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვერტმფრენში საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰინიც იყო.

ვერტმფრენის ბორტზე მყოფების მდგომარეობა, უცნობია. მათთან კონტაქტზე ჯერ არავინ გასულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტი რაისი პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში იყო. სადაც ქიზ ქალასის და ხოდაფარინის კაშხლები გახსნა.

პრეზიდენტის კოლონაში სულ სამი ვერტმფრენი იყო, დანარჩენი ორი უსაფრთხოდ დაეშვა.


close დახურვა