logo
ENG



ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა

08 აპრ 202621:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/ud2nurnoucdbsez.jpg

ირანული მედია წერს, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა. ამას 

სააგენტო Mehr News იუწყება, რომ აფეთქებების შედეგად ირანის საჰერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

აფეთქებების შესახებ ირანის ოპოზიციურმა მედიამაც დაწერა. Iran International-მა თვითმხილველებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 8 აპრილის საღამოს საათებში თეირანში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმები ისმოდა. 

ჯერჯერობით, ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც აშშ-ისა და არც ისრაელის მხარეს.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.


close დახურვა