ირანში 3 ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდას აღწევდა.
ერთ-ერთი მიწისძვრის დროს სოფელი საიეხ ხოში მთლიანად განადგურდა. სტიქიის დროს სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 49 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს და მათი ნაწილს სახლებში გაწერეს.
"მეორე და მესამე მიწისძვრების დროს, რომლებიც 2-საათიანი ინტერვალით მოხდა, არავინ დაშავებულა, რადგან ადამიანები უკვე უსაფრთხო ადგილას იყვნენ გადაყვანილი. პირველი მიწისძვრა ღამე მოხდა, როცა ადამიანები სახლებში იმყოფებოდნენ", - ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება.