ახალი რაკეტა შექმნეს ირანში. იარაღი რევოლუციის გუშაგთა მეთაურმა, გენერალმა ჰოსეინ სალამიმ წარადგინა. ახალი „რაად 500" კომპოზიტური რაკეტაა და მისი კორპუსი ირანის შეიარაღებაში აქამდე არსებულ რაკეტებზე მსუბუქია, რაც 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების საშუალებას აძლევს.
დღესვე ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შეჩერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათი განცხადებით, თავდასხმის მიზანი ირანის ინფრასტრუქტურის მოშლა იყო. ვის მიერ იყო თავდასხმა განხორციელებული, არ ზუსტდება.