ირანში დაკავებული ინსტაგრამის ვარსკვლავი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. სატელევიზიო ინტერვიუში საჰარ ტაბარი როგორც „ზომბი" და იმის მაგალითი წარადგინეს, თუ როგორ ანგრევს პოპულარობის სურვილი ადამიანის სიცოცხლეს. 22 წლის სოციალური მედიის ვარსკვლავი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას არაერთხელ მიმართა. ტაბარის განმარტებით, მას ანიმაციური ფილმი „დაწყევლილი პატარძლის" მთავარ პერსონაჟთან მიმსგავსება სურდა.