logo
ENG



ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

27 თებ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ირანში 26-მდე გაიზარდა. დადასტურდა დაინფიცირების 106 ახალი შემთხვევაც. დაავადებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 245-ია.

ვირუსის დიაგნოზი კიდევ ერთ მაღალჩინოსანს დაუსვეს. ირანის პარლამენტის  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამ დროისთვის კარანტინშია მოთავსებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ნებაყოფლობით იზოლაციაშია იტალიის რეგიონის ლომბარდიის გუბერნატორი, რადგან საშიში ვირუსი მის თანაშემწეს დაუდგინეს.

ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ესტონეთში, დანიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, ისრაელსა და პაკისტანში. დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთშიც. 1700 -ამდე  გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი სამხრეთ კორეაში. დაავადების გავრცელების გამო სკოლები დახურა იაპონიამ, საუდის არაბეთმა კი უცხოელებს წმინდა ქალაქებში - მექასა და ქააბაში შესვლა აუკრძალა.


close დახურვა