![gom61fby4o87fsf.jpg](/uploads_script/news/thumb_gom61fby4o87fsf.jpg)
ძლიერ მიწისძვრას ირანში მსხვერპლი მოჰყვა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის სიძლიერის მიძგების ეპიცენტრი, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
თავდაპირველი მონაცემებით დაღუპული იყო 4 და დაშავებული იყო 70-ზე მეტი ადამიანი.