logo
ENG



ირანში საპროტესტო აქციების 100-მდე ლიდერი დააკავეს

23 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
8jl3lt4969iev38.jpg

ირანში საპროტესტო აქციების 100-მდე ლიდერი დააკავეს.

ოფიციალური თეირანის ცნობით, გამოვლენილია კიდევ ათობით ეჭვმიტანილის ვინაობა და მათაც უახლოეს მომავალში დააპატიმრებენ.

საწვავზე ფასის ზრდის გამო ირანის დიდ ქალაქებში უკვე კვირაზე მეტია აქციები მიმდინარეობს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, არეულობის დროს 100-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტთან წვდომაც დაბლოკა, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შავ სიაში ირანის კომუნიკაციების მინისტრი შეიყვანეს. 


close დახურვა