logo
ENG



ირანში საშიში ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

23 თებ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 
pdi62x6sbqfn5w4.jpg

ირანში საშიში ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, მსხვერპლის რაოდენობა ქვეყანაში უკვე 6-მდე გაიზარდა, 29 - დაავადებულია. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარყაზის პროვინციაში ერთი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 

დაავადებულთა რიცხვი 4-დან 79 -მდე გაიზარდა ერთი ღამის განმავლობაში იტალიაში. შემთხვევები ქვეყნის 5 რეგიონშია დაფიქსირებული. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა.

ჩინეთში დაავადებას ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა