logo
ENG



ირანში შესაძლოა რამადანის მასშტაბური ღონისძიებები გააუქმონ

09 აპრ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

ირანში შესაძლოა რამადანის პერიოდში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები გააუქმონ. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა გააკეთა. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, პანდემიის გამო მუსლიმების წმინდა თვეს შესაძლოა მასობრივი შეკრებები აიკრძალოს. მან მორწმუნეებს სახლებში ლოცვისკენ მოუწოდა.

რამადანი აპრილის ბოლოს იწყება და ერთი თვე გრძელდება. ბოლო 24-ხ საათში კორონავირუსს ირანში 117 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო რიცხვი კი 4 ათას 110-მდე გაიზარდა. დაავადება კიდევ  ათას 600-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. 


close დახურვა