logo
ENG



ირანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

25 თებ 202009:01
3 წუთის საკითხავი
 
q18j63xs07i5ug3.jpg

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირანში იმყოფებიან, სახელმწიფოს მხრიდინ დახმარებას ითხოვენ.  კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ფრენების შეზღუდვის გამო, უნივერსიტედიდან ირანში ჩასული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სოსო ბერეკაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს საელჩო ირანში ინფორმირებულია და ქართველი ტურისტები რეაგირებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ამასთან, ბერეკაშვილი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თეირანში კორონა ვირუსთან დაკავშირებით არანაირი პანიკა არ შეინიშნება. ამ დროისთვის ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყანა ირანია. მესამე დღეა, რაც საქართველომ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.


close დახურვა