მსხვერპლი მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას ირანში. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის სიძლიერის მიძგების ეპიცენტრი, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
