ირანში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციებზე, იუწყება Associated Press-ი.
დღეს გამართულ დემონსტრაციებზე მოქალაქეები ღიად გამოხატავდნენ მხარდაჭერას უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელისუფლების მიმართ. სახელმწიფო მაუწყებლების მიერ გავრცელებულ კადრებში ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.
სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ სხვა მასალებში ჩანს, რომ დემონსტრანტები იკრიბებოდნენ თეირანში და მიემართებოდნენ ენგელაბის მოედნის მიმართულებით, რომელიც „ისლამური რევოლუციის მოედნის“ სახელით არის ცნობილი.
ირანულმა მედიამ აქციები აღწერა როგორც „ირანელი ხალხის აჯანყება ამერიკულ-სიონისტური ტერორიზმის წინააღმდეგ“, თუმცა არ დაუკონკრეტებია ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც პროტესტი გამოიწვია.
