NBA-ს ერთი-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, კაირი ირვინგმა 1.5 მილიონი დოლარი გამოყო ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც 2020 წლის სეზონს გამოტოვებენ.
აღნიშნულ თანხა იმ კალათბურთელებს მოხმარდებათ, რომლებმაც თამაშზე უარი პირადი ან პროფესიონალური მიზეზებით განაცხადეს. კაირი ირვინგის მიერ გამოყოფილი მატერიალური რესურსი, იმ სპორტსმენებზეც გადანაწილდება, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
27 წლის სუპერვარსკვლავმა ამ მიზნის განსახორციელებლად, სპეციალური ფონდი შექმნა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხებული სეზონი ახლახანს განახლდა, კალათბურთელების ნაწილმა კი თამაშზე უარი განაცხადა.